ქართულმა მხარემ შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი დააყენა და მათი უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. მონაწილეებმა განიხილეს უკანონო ბორდერიზაციის საკითხიც, ასევე ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ინციდენტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.
შეხვედრისას ქართულმა მხარემ ასევე დააყენა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ჰუმანიტარული საკითხები და საჭიროებები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანების აქვთ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგორში მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.