"საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს გულით გილოცავთ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. ისლამი ჩვენი სახელმწიფოს მრავალკონფესიური კულტურის განუყოფელი ნაწილია და ეს მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. სახელმწიფო ზრუნავს, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობის ღირსეულად განხორციელების საშუალება. გისურვებთ, ეს დღე იყოს თითოეული თქვენთაგანისათვის სიმშვიდის, კეთილდღეობისა და წარმატებების მომტანი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული 3 დღეს გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.