შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

21 მარტი 2021

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს:

ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს და ყველას ვინც ამ ზეიმს აღნიშნავს გულითადად ვულოცავთ ნოვრუზს - გაზაფხულის შემოსვლისა და სიცოცხლის განახლების ამ უმშვენიერეს დღესასწაულს.

ვუერთდებით თქვენს სიხარულს და ზეიმს. თითოეულ თქვენთაგანს და თქვენს ოჯახებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთესა და კეთილდღეობას ვუსურვებთ! ნოვრუზ ბაირამინიზ მუბარექ!