შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს:
ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს და ყველას ვინც ამ ზეიმს აღნიშნავს გულითადად ვულოცავთ ნოვრუზს - გაზაფხულის შემოსვლისა და სიცოცხლის განახლების ამ უმშვენიერეს დღესასწაულს.
ვუერთდებით თქვენს სიხარულს და ზეიმს. თითოეულ თქვენთაგანს და თქვენს ოჯახებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთესა და კეთილდღეობას ვუსურვებთ! ნოვრუზ ბაირამინიზ მუბარექ!