თეა ახვლედიანი: 2019-2020 წლებში გასამმაგდა ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების რაოდენობა

23 მარტი 2021
თეა ახვლედიანი: 2019-2020 წლებში გასამმაგდა ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების რაოდენობა „სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში განათლების მიმართულებით ასევე მოქმედებს უნიკალური ინსტრუმენტი - სკოლისშემდგომი განათლების მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც პირველად ქმნის შესაძლებლობას, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის გალსა და ახალგორში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, საერთო ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩააბარონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროგრამა ითვალისწინებს როგორც საცხოვრებლით, ისე სტიპენდიით უზრუნველყოფას.
 
2019 წელს ამ პროგრამით ისარგებლა 139-მა, ხოლო 2020 წელს 180-მა ახალგაზრდამ, რომლებიც განაგრძობენ სწავლას სასურველ ფაკულტეტებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გალსა და ახალგორში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, ისინი ეროვნულ გამოცდებზე სათანადო კონკურენციას ვერ უწევდნენ სხვა აბიტურიენტებს. პროგრამის ამოქმედების შედეგად, 2019-2020 წლებში გასამმაგდა ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების რაოდენობა. ყველა საშეღავათო პროგრამის გათვალისწინებით, 2020 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარა 400-მდე სტუდენტმა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ განათლების ყველა საფეხურისადმი წვდომა, მათ შორის პროფესიულ განათლებაზე, რაც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ოკუპირებულ რეგიონებში.“