კონკურსი - ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის

30 მარტი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ პოსტერების კონკურსს თემაზე: ,,ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“.
 
კონკურსის პირობები:
  • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში მოქმედ ყველა არაქართულ საჯარო სკოლას;
  • კონკურსში მონაწილე თითოეულ სკოლას უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პოსტერი;
  • ნამუშევრების წარდგენის ვადაა არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 აპრილი;
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა მომზადებული პოსტერი უნდა გამოაგზავნონ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: info@smr.gov.ge; საკონტაქტო პირი: სოფო ლეთოდიანი - მობ.: 598 60 50 20
იმ შემთხვევაში, თუ სკოლა რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში ან/და შექმნილი აქვს ოფიციალური გვერდი, სასურველია ნამუშევარი დამატებით აიტვირთოს შემდეგი მონიშვნებით:
 
სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია წარმოდგენილი ნამუშევრებიდან შეარჩევს 4 საუკეთესო პოსტერს;
საკონკურსო ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
  • პოსტერზე განთავსებული უნდა იყოს სლოგანი (დევიზი) და გრაფიკული ელემენტებისგან შექმნილი ელექტრონული ან ხელით შესრულებული ნახატი;
  • პოსტერის შინაარსი უნდა ასახავდეს ავტორის/ავტორთა ძირითად გზავნილს საკონკურსო თემატიკასთან მიმართებაში;
  • სლოგანის (დევიზის) ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, მოსწავლეების მიერ სპეციალურად ამ კონკურსისათვის შემუშავებული;
  • მითითებული უნდა იყოს სკოლის სრული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ავტორი ან ავტორთა ჯგუფი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნამუშევარი არ განიხილება.
საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები 14 აპრილს - ქართული ენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სერტიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.