შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ ასურელებს "ხაბ-ნისან"-ის დღესასწაულს ულოცავს
„ყველა ასურელს გულითადად გილოცავთ ხაბ-ნისანს - გაზაფხულის ამ ლამაზ, ახალი წლის მაუწყებელ დღესასწაულს! ეს დღე თითოეული თქვენგანისათვის ყოფილიყოს ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი, ჩვენი ქვეყნისთვის კი - ახალი წარმატებების საწინდარი.“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ხაბ-ნისანი ასურელთა ახალი წლის დადგომის მაუწყებელი დღესასწაულია, რომელიც 1 აპრილს აღინიშნება