შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გაზეთების "გურჯისტანისა" და "ვრასტანის" რედაქტორებს, ხალადინ ელჩუევსა და ვან ბაიბურთს, შეხვდა

2 აპრილი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გაზეთების "გურჯისტანისა" და "ვრასტანის" რედაქტორებს, ხალადინ ელჩუევსა და ვან ბაიბურთს, შეხვდა.
 
სახელმწიფო მინისტრთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სომხურენოვანი გაზეთი ,,ვრასტანისა“ და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი "გურჯისტანის“ 100 წლის იუბილის აღნიშვნასთან დაკავშირებული საკითხები.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაზეთების მნიშვნელოვან როლს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რეგულარული და სრულფასოვანი ინფორმირებისთვის, რაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.