შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის დახურულ სხდომაზე მოუსმინეს.
“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დეოკუპაციასთან დაკავშირებული დროიებითი საპარლამენტო კომისია, რომელიც არის შედარებით ახალი შექმნილი, ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციის ფარგლებში. ამ თანამშრომლობას ვანიჭებთ უდიდეს მნიშვნელობას და ჩვენ უკვე ჩამოგვიყალიბდა საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაციის ფორმატი. მოგეხსენებათ, დაახლოებით 10 დღის წინ ჩვენ გვქონდა ფართე, საჯარო მსჯელობა შერიგების პოლიტიკის განხორციელების შედეგებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ შევთანხმდით კომისიასთან წლის განმავლობაში ჩვენი თანამშორმლობის ძირითად განრიგსა და გეგმაზე. გადავწყვიტეთ, რომ საკმაოდ ხშირად განვიხილავთ თემატურ მიმართულებებს, მათ შორის გვექნება გასვლითი სხდომები ოკუპირებულ რეგიონებთან სიახლოვეს მდებარე სოფლებშიც.
დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგი ითვალისწინებდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობის განხილვას, განსაკუთრებით მეორე სამუშაო ჯგუფის მიმართულებით, რომელშიც განიხილება ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებრივი თემატიკა"- განაცხადა თეა ახვლედიანმა.