შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ ბოშებს ბოშათა საერთაშორისო დღეს ულოცავს

8 აპრილი 2021

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ ბოშებს ბოშათა საერთაშორისო დღეს ულოცავს:

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ბოშათა საერთაშორისო დღეს გილოცავთ! საქართველოში მცხოვრები თითოეული ბოშასთვის ეს დღე ყოფილიყოს ახალი წარმატებებისა  და უკეთესი მომავლის საწინდარი! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ბოშების უნიკალური ტრადიციები ჩვენი ქვეყნის  კულტურის მრავალფეროვნების შემადგენელი ნაწილია.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა ბოშათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ბოშა მოსახლეობის მხარდაჭერა და მათი თანასწორი ჩართულობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.