ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ეფექტიანი განხორციელების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების გაძლიერების და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგრძელებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ქალებთან და მათი ოჯახის წევრებთან.
2021 წლის 7 აპრილს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ეწერფელდში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სახელმწიფო სერვისებისა და უფასო იურიდიული დახმარების საკითხებზე. შეხვედრაზე, რომელსაც 30-მდე მონაწილე ესწრებოდა, განხილული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა და რეაგირება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ძალადობის ფაქტებზე. გარდა ამისა მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა აღნიშნული შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერპლთა დახმარების სააგენტოსთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით გამართა