შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს

13 აპრილი 2021

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს:

“ჩვენს უძვირფასეს მუსლიმ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ წმინდა რამაზანის თვის დაწყებას. ეს თვე ყველა მუსლიმის გულში რწმენის, სისპეტაკის, სიხარულისა და სიძლიერის ზეიმია. თითოეულ მოქალაქეს, ოჯახს, რომელიც რამაზანის თვის დადგომას აღნიშნავს, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, სიკეთე და კეთილდღეობა“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მუსლიმები ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ. წმინდა რამაზანის მარხვა ერთ თვეს გრძელდება და სამდღიანი ბაირამით სრულდება.