სახელმწიფო მინისტრი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს ჩარშამა სარსალეს დღესასწაულს ულოცავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ იეზიდებს ჩარშამა სარსალეს დღესასწაულს ულოცავს:
„გილოცავთ ჩარშამა სარსალეს - ახალი წლის, გაზაფხულის შემოსვლის მომასწავებელ ამ უშვენიერეს დღეს, რომელიც იეზიდთა უმთავრესი და უძველესი დღესასწაულია! ვუერთდებით განახლების ამ ულამაზეს ზეიმს, რომელიც სათავეს შუამდინარეთის კულტებიდან იღებს, და ჩვენს ყველა იეზიდ თანამოქალაქეს ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერ მომავალს “, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.