სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ახალგაზრდებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წწ. სტრატეგიის პროექტი წარუდგინა

18 აპრილი 2021
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ახალგაზრდებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წწ. სტრატეგიის პროექტი წარუდგინა.
 
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ხელმძღვანელმა ლაშა ჯუღელმა გახსნეს.
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი ახალგაზრდებს სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა. სტრატეგიის პროექტთან ერთად განხილულ იქნა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წწ. პოლიტიკის შფასება-მიღწევები და არსებული გამოწვევები.
 
„ძალიან საინტერესო და ინტერაქტიული შეხვედრა შედგა. ახალგაზრდებთან სტრატეგიის პროექტის განხილვა, როგორც შინაარსობრივად, ასევე მისაღწევი შდეგების შეფასების თვალსაზრისით, არსებითად მნიშვნელოვანია. პოლიტიკა გათვლილია ათწლიან პერსპექტივაზე და დაგეგმილი ამოცანების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, ისევე როგორც სტრატეგიებისა და პროცესების მონაწილეები, სწორედ ახალგაზრდები არიან. ახალგაზრდები ჩართული იყვნენ სტრატეგიის შემუშავების პროცესშიც, რომელიც ინკლუზიური და ღია იყო, შესაბამისად დღეს მოხდა შეფასება, თუ როგორ აისახა დასრულებულ დოკუმენტში მათ მიერ ინიცირებული საკითხები. შეხვედრაში მონაწილეობას იღბდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები,ვინც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ სტრატეგიის განხილვაში, ეთნიკური უნცირესობების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საინფორმაციო კამპანიის პროექტების მონაწილე, პროგრამა „PITA”-ს ახალგაზრდული ცენტრების წევრები სხვადასხვა რეგიონებიდან; დღევანდელ შეხვედრა ორგანიზებული იყო პროგრამა „პიტას“ მხარდაჭერით, რისთვისაც მადლობას მინდა გადავუხადო მათ.“ -განაცხადა ლია გიგაურმა.
„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით..