ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 99-ე შეხვედრა გაიმართა.
„ზაზა გახელაძის ოჯახთან სალაპარაკოდ მივდივართ, რომ ვუთხრათ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს აქ მოვისმინეთ მისი ჯანმრთელობის შესახებ და ასევე, არის კონკრეტული ნიუანსები, რაზეც ოჯახის წევრებს გავესაუბრებით პირადად.
ზუსტად იგივე გაიმეორა ცხინვალის წარმომადგენელმა რაც წინა შეხვედრაზე, რომ გაამარტივეს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. მათი თქმით, აღარ არის საჭირო ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიმართვა და ცხინვალში ჩასვლა, ანუ ახალგორშივე შეუძლიათ მიიღონ ეს თანხმობა და მძიმე ავადმყოფები გადმოვიდნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ასევე ისაუბრეს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა შექმნილი და მათივე განცხადებით, იქ მდგომარეობა სტაბიულურია, მძიმე ავადმყოფები თითქმის არ ჰყავთ, არის დაავადების ერთეული შემთხვევები ყოველდღიურად, რასაც უმკლავდებიან და უახლოეს მომავალში იწყებენ ვაქცინაციის პროცესს რუსული ვაქცინით „სპუტნიკი“, ეს არის მათი დღევანდელი განცხადება. ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ ჯანმრთელობის, მათივე თქმით, გადმოსვლის პრობლემა არ იქნება ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რა თქმა უნდა უკანონო დაკავებებს, ზაზა გახელაძის საკითხს და ასევე ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს, რომელიც უკვე მიმდინარეობს წლების მანძილზე. ამ თემებთან დაკავშირებით კონკრეტული საუბრებიც იყო, ზოგადი საუბრებიც იყო, როგორც ხდება ხოლმე და ასეთი პროცესის თანმდევია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს ყველაფერი უფრო კონკრეტული იქნება, უფრო ქმედითი იქნება და ის გადადგმული ნაბიჯები, რაც ჩვენს მიერ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით იდგმება, შედეგის მომტანი იქნება და მოსახლეობა აღარ დადგება იმ პრობლემების წინაშე, რომლებიც რა თქმა უნდა ხელოვნური და პროვოკაციულია.
კონკრეტულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, რომ რამდენიმე კვირაში დაინიშნა ტექნიკური შეხვედრები, ადგილზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით - ადამიანებს პრობლემები რომ არ შეექმნათ, უსაფრთხოების გარემო მაქსიმალურად რომ იყოს დაცული და ასევე სარწყავი არხების მოწესრიგებაზე, რომელიც როგორც იცით, უდიდესი პრობლემაა რეგიონისთვის. ჰუმანიტარული მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული შედეგები მიღწეულია და ამ ყველაფერს ვნახავთ რეალობაში როგორ განხორციელდება,“-განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ.