თეა ახვლედიანი აფხაზეთობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

23 მაისი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრი აფხაზეთის თასზე, ასევე მოეწყო ფოტო გამოფენაც, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთის რეგიონის პეიზაჟები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ეპიზოდებით.
 
„23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღეა, წმინდა მოციქულის, რომელმაც აფხაზეთში იქადაგა და ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პარტიარქმა ილია II-მ აფხაზეთის დღესასწაულად დაადგინა, როგორც აფხაზეთობა. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია დავესწრო ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რადგან ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად უმთავრესი, უძვირფასესი და გამორჩეულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აფხაზეთს, საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს.
 
დღევანდელ დღეს აფხაზეთის თაობაზე დაგროვილი ფიქრების თუ ემოციების გაზიარებასთან ერთად, ჩვენ გვეუფლება მწუხარებაც, როგორც ქართველი ასევე აფხაზი საზოგადოებების საერთო ტრაგედიის გამო, თუმცა ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ძალიან ღირსეული, ჰარმონიული და ერთგული თანაცხოვრების გამოცდილება, საერთო ისტორია და კულტურა და მაქვს რწმენა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მოვახერხებთ მშვიდობის, სიყვარულის და შერიგების გზით აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, ნდობა და ჩვენი ხალხის გაერთიანება,“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.