შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოში გერმანიის საელჩოს ერთობლივი განცხადება

27 მაისი 2021
 
For English scroll down
 
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ახორციელებს ფინანსურ კონტრიბუციას 300,000 ევროს ოდენობით ,,მშვიდობის ფონდში უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც 2020 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ’’ ფარგლებში ამოქმედდა.
 
მშვიდობის ფონდი არის არაკომერციული, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს გრანტების გაცემას გამყოფი ხაზის გასწვრივ ეკონომიკური საქმიანობისა და ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად, გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებსა და საჭიროებებზე დაფუძნებული დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ მიზნებისთვის ფონდი გამოიყენებს და იმოქმედებს საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით.
 
მშვიდობის ფონდში გერმანიის კონტრიბუცია ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის, რაც საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. გერმანია ადასტურებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპის საფუძველზე, ასევე მიესალმება სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მეშვეობით.
 
საქართველოს მთავრობა უაღრესად აფასებს მშვიდობის ფონდში გერმანიის მნიშვნელოვან კონტრიბუციას და აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
გერმანია და საქართველო მომავალშიც განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას ამ მიმართულებით.
 
Joint press statement of the Office of the State Minister of Georgia for Reconciliation and Civic Equality and the Embassy of the Federal Republic of Germany in Georgia.
 
 
The Federal Republic of Germany is making a financial contribution of EUR 300,000 to the “Peace Fund for a Better Future” operationalized on September 21, 2020 under the Georgian Government’s peace initiative “A Step to a Better Future”.
 
The Peace Fund is a non-profit legal entity that aims at issuing grants for economic activities and business projects across the dividing lines, promoting dialogue and cooperation between the divided communities based on common interests and needs, as well as empowering conflict-affected population on both sides and improving their socio-economic situation. For these purposes, the Fund mobilizes and acts with the financial support of international donors.
 
Germany’s contribution to the Peace Fund will further facilitate economic ties and cooperation between the divided communities that stands as one of the major priorities of the reconciliation and engagement policy of the Government of Georgia. Germany reiterates its strong support to the peaceful conflict resolution based on the principle of sovereignty and territorial integrity of Georgia within its internationally recognized borders, as well as welcomes the effective implementation of the peace policy, including through the peace initiative “A Step to a Better Future”.
 
The Government of Georgia highly appreciates Germany’s valuable contribution to the Peace Fund and its long-standing engagement in the peaceful conflict resolution process.
Germany and Georgia will continue close cooperation and coordination of efforts in this regard.