სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

24 ივნისი 2021
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქალაქ გარდაბანში იუსტიციის სახლის გახსნის შემდგომ, შეხვედრა გამართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, რამაც ხელშესახები შედეგები მოიტანა და გამოყო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები.
 
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო მინისტრს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებები და შეფასებები გაუზიარეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.
 
„სულ რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიას, რომლის ძირითადი მიზანია თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცება, რომლის თითოეული წევრი განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა ისარგებლებს თანაბარი შესაძლებლობებით განვითარებისთვის და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობისთვის. .
 
სწორედ ამ ინტეგრაციული პროცესების განსახილველად დღეს ვიმყოფები გარდაბანში, სადაც ასევე გაიხსნა იუსტიციის სახლი და შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას, რათა მოგვესმინა მათი მოსაზრებები, მიდგომები, შეფასებები, საჭიროებები იმისათვის, თუ როგორ მივაღწიოთ ჩვენს მიერ განსაზღვრულ შედეგზე ორიენტირებულ მიზნებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია და ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ვიზიტებს და ამგვარ შეხვედრებს,"-განაცხადა თეა ახვლედიანმა.