შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს ყურბან-ბაირამს ულოცავს:
,,სრულიად საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას მსურს გულითადად მოგილოცოთ მუსლიმური სამყაროსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი წმინდა დღესასწაული. ,,ყურბან ბაირამი“ ყოფილიყოს თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებისა და სიკეთის მომტანი. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და კეთილდღებას!
საქართველოში ტრადიციულად საუკუნეების განმავლობაში თანაცხოვრობენ მრავალი ეთნოსის, რელიგიისა და კულტურის წარმომადგენლები. სწორედ ეს მრავალფეროვნება გვაერთიანებს და გვაძლიერებს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ სიმდიდრეს და მონაპოვარს, პატივი ვცეთ ერთმანეთის აღმსარებლობასა და ტრადიციებს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული 3 დღე გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.