თეა ახვლედიანი: საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები

4 აგვისტო 2021
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები, რომელთა მიზანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის ხელშეწყობა.
 
ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის და იმის გათვალისწინებით, რომ გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართული მოსახლეობა ეთნიკური დისკრიმინაციის გამო განსაკუთრებით მძიმე პირობებში იმყოფება, საწყის ეტაპზე შეიქმნება ამ ორი რაიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციები, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა." - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.