თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში იმყოფებოდა

24 აგვისტო 2021
სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში იმყოფებოდა.
 
გამყოფი ხაზის სოფლებში თეა ახვლედიანმა მოსახლეობას შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში განსაზღვრული სამომავლო გეგმები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო, არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. შეხვედრებზე განხილულ იქნა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარებაც. სახელმწიფო მინისტრმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო პირბადეები გადასცა.
 
"Ჩართულობის და Შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესᲨი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტს წარმოადგენს გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის წინაᲨე არსებული გამოწვევების გამოვლენა და ანალიზი, მათზე სათანადო რეაგირება. სწორედ ამ მიზნით, Ჩვენი რეგულარული რეგიონული ვიზიტების ფარგლებᲨი, Ჩვენ ვიმყოფებოდით სამეგრელოᲨი, სადაც Შეხვედრები გავმართე როგორც ზუგდიდის, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტების Შესაბამისს სოფლებᲨი. მოსახლეობასთან მსჯელობისას უმნიᲨვნელოვანეს თემას წარმოადგენდა ქვეყანაᲨი არსებული ეპიდვითარების განხილვა და კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მნიᲨვნელობა. ამავდროულად, ბუნებრივია, Ჩვენ განვიხილეთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები და ხედვები, რომელთა ᲨემუᲨავების პროცესᲨი უაᲦრესად მნიᲨვნელოვანია უᲨუალოდ მოსახლეობისგან მოსმენილ იქნას და მიᲦებულ იქნას ინფორმაცია და მოსაზრებები, მათი მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით,"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.