სასწავლო/ტრენინგ კურსში - „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებადშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო/ტრენინგ-კურსში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის.
სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, დუშეთის, მესტიის, ონის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს:
სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
ტრენინგ კურსის თემებია:
ტრენინგ -კურსის ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეთა შეფასებას.
კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის მიღება დამოკიდებულია მსმენელის დასწრებასა და საბოლოო პრეზენტაციაზე.
კურსის ხანგრძლივობა: 22 საათი
პერიოდი: 18 - 30 ოქტომბერი
ტრენინგის სამუშაო ენა - ქართული
კურსში მონაწილეობას მიიღებს 16 მსმენელი
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში
კურსში მონაწილეობა არის უფასო
კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი:
მეორე ეტაპი
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ონლაინ რეჟიმში
რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: press@smr.gov.ge
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 577 527799 (ლალი დევიძე)
გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ კურსის დასახელება - „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2021 წელი