შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალდანიშნულ მუდმივ წარმომადგენელთან ნიკ ბერესფორდთან.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა UNDP-ის როლის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში.
მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ასევე მიმოიხილეს აფხაზეთის რეგიონში გაერო-ს საქმიანობა და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერასა და დახმარებას ისახავს მიზნად.
თეა ახვლედიანმა UNDP-ის წარმომადგენელს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.
UNDP-ის წარმომადგენელმა მადლიერებით აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან წლების მანძილზე ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთობები და შემდგომი თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.