თეა ახვლედიანი: ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ და განვავითაროთ განათლების შესაძლებლობები, რაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

20 ნოემბერი 2021

რაც შეეხება განათლების მიმართულებას - ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ამოქმედებული უნიკალური საგანმანათლებლო მექანიზმის, ისევე როგორც განათლების სფეროში დანერგილი სხვა საშეღავათო პროგრამების შედეგად, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა.

დაწყებულია მუშაობა, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ და განვავითაროთ განათლების შესაძლებლობები, მათ შორის წვდომა პროფესიულ განათლებაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესის სფეროს წარმოადგენს.