თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლთან რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა

1 ივნისი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლთან რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა.
 
ხაზი გაესვა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის FAO-ს მიერ ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისკენ არის მიმართული.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა. სახელმწიფო მინისტრის მხრიდან აღინიშნა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო ხედვები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების როლისა და აქტიური ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობა, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით.
მხარეები ამ და სხვა საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.