საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, საზეიმოდ და მასშტაბურად აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრში დილიდან მოეწყო, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცე მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის თემატური სტენდებითა და შემეცნებითი გამოფენებით, სპორტული აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და მუსიკალურმა ანსამბლებმა თავიანთი რეპერტუარი წარადგინეს. 17 საათსა და 10 წუთზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ახალქალაქშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა, ჰაერში კი ათასობი ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს. საღამოს დაგეგმილ კონცერტზე კი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ნეკა სებისკვერაძემ, ზუკა ხუციშვილმა, ნატო გელაშვილმა და გიორგი ჭოხონელიძემ იმღერეს. წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია „ევროპისკენ“.