შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან, სევერინ შაპაზთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

29 ივნისი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან, სევერინ შაპაზთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ICRC-ის დელეგაციის მომავალი ხელმძღვანელი ანნე მონტავონი.
 
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ICRC-ის წარმომადგენელს თანამშრომლობისა და საქართველოში ორგანიზაციის მიერ გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის.
მხარეებმა შეაჯამეს განხორციელებული თანამშრომლობის შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და მათი ოჯახების თანადგომის პროგრამის მიღწევებზე, აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო ხედვებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ამ მიმართულებით, ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ პროგრესს და პროგრამის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის ერთობლივი მუშაობის გაგრძელების მზადყოფნას.
 
სევერინ შაპაზმა აღნიშნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და მათი ოჯახების თანადგომის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, რისთვისაც სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა.