კონკურსი ''სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის'' მოსაპოვებლად

1 ივლისი 2022
კონკურსი ''სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის'' მოსაპოვებლად
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ მოსაპოვებლად.
 
ყოველწლიური ჯილდოს სახელწოდებით - „სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ დაწესების ინიციატივით სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2021 წლის 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოვიდა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას, რაც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
 
ჯილდო გადაეცემა ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში.
 
კონკურსის შედეგად გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული ახალგაზრდა პირი, ახალგაზრდების ჯგუფი ან ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელსაც გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით.
გამარჯვებული კანდიდატ(ებ)ის გამოცხადება და დაჯილდოება მოხდება მშვიდობის საერთაშორისო დღეს, 2022 წლის 21 სექტემბერს.
კონკურსში შესაძლებელია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდა პირის, ახალგაზრდების ჯგუფის ან ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების ნომინირება.
 
ნომინაციაზე კანდიდატების წარდგენა შეუძლია სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტთა ან საინიციატივო ჯგუფებს.
 
ნომინაციაზე წარდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
 


    

    
            </div>
            <div class=
Share
© 2019 ყველა უფლება დაცულია