ქეთევან ციხელაშვილმა საიათნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

31 მაისი 2015

ქეთევან ციხელაშვილმა საიათნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. შერიგებისა და სამოქალაქო თნასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა საიათნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ვარდატონში მიიღო მონაწილეობა. კონცერტი თბილისში, ვახტანგ გორგასლის მოედანზე გაიმართა.</p><p>ქეთევან ციხელაშვილმა ზეიმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.მან საიათნოვას ფენომენსა და კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს. საიათნოვა არის თბილისური ფენომენი. ის სომეხი და ქართველი ერების სიამაყეა, ჩვენი საერთო საგანძური, ერთიანობის სიმბოლოა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ამ სიმდიდრეს, რადგან ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. მრავალფეროვნებით არის მდიდარი თბილისიც და სიმბოლურია, რომ ეს დღესასწაული აქ - ამ მოედანზე აღინიშნება, სადაც ერთიანდება სხვადასხვა კულტურა, ეთნოსი და რელიგია, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ღონისძიებაზე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიწვევით იმყოფებოდა. დღესასწაულში მონაწილეობდნენ საქართველოში სომეხთა ეპარქიის, სომეხთა სათვისოტმოს წარმომადგენლები, სტუმრები სომხეთიდან.