მშვიდობის ფონდის ამოქმედების დღიდან ორიოდე წლის განმავლობაში 3 საგრანტო კონკურსი ჩატარდა, რომლის ფარგლებში, ჯამში 200-ზე მეტი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური საპროექტო განაცხადი შემოვიდა და 75 პროექტი დაფინანსდა

16 დეკემბერი 2022
თეა ახვლედიანი: მშვიდობის ფონდის ამოქმედების დღიდან ორიოდე წლის განმავლობაში 3 საგრანტო კონკურსი ჩატარდა, რომლის ფარგლებში, ჯამში 200-ზე მეტი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური საპროექტო განაცხადი შემოვიდა და 75 პროექტი დაფინანსდა.
 
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, ორიოდე წლის წინ ამოქმედებული მშვიდობის ფონდის საქმიანობის მნიშვნელობა, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ბიზნეს-პროექტების დაფინანსებასა და ამგვარად, ომით დაშორებული საზოგადოების წევრებს შორის, ვაჭრობის წახალისებას ისახავს მიზნად.
 
საერთაშორისო დონორების კონტრიბუციების, კერძოდ, გერმანიის, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერის საფუძველზე, ფონდმა უკვე ჩაატარა სამი საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებში, ჯამში 200-ზე მეტი ერთობლივი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან დაფინანსება 75 პროექტმა მიიღო. ფონდის საქმიანობა და საპროექტო განაცხადების სტაბილური მატება ცხადყოფს, ოკუპირებულ რეგიონებში კომერციული კავშირების მიმართ მზარდ ინტერესს.