თეა ახვლედიანი: იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ

16 დეკემბერი 2022
თეა ახვლედიანი: იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ
 
აქვე მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნილი არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ და სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვის სურვილს, რაც, ამ პოლიტიკის საბოლოო მიზნების მისაღწევად, უმთავრესი შედეგი გახლავთ.
 
მოგეხსენებათ, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია ხალხთაშორისი უშუალო კომუნიკაციის გარეშე, რაც დაწესებული შეზღუდვების თუ პანდემიის მიუხედავად არასდროს შეწყვეტილა და წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ფორმალური თუ არაფორმალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, ასევე სახალხო დიპლომატიის, სექტორული თანამშრომლობისა და ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური პროექტების ფარგლებში.