თეა ახვლედიანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორთან ჯონ პენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

3 თებერვალი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორთან ჯონ პენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა
 
თეა ახვლედიანმა სააგენტოს დირექტორს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გასული წლის საქმიანობა და შედეგები გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გამოვლენილ აქტუალურ მიმართულებებზე და დასახეს კოორდინირებული პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების ხედვა.
 
სახელმწიფო მინისტრმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის; თავის მხრივ, ჯონ პენელმა დაადასტურა უწყების საქმიანობის შემდგომი მხარდაჭერის მზაობა სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში.