შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის წევრ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.
დოკუმენტის ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებისა და მისი განხილვის მიზნით სამოქმედო გეგმის პროექტი ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://rb.gy/c1m9l1
სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით წინადადებებისა და მოსაზრებების
წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს მიმდინარე წლის 24 თებერვლისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
press@smr.gov.ge
მადლობა თანამშრომლობისთვის!