თეა ახვლედიანი სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორებს შეხვდა

6 მარტი 2023
თეა ახვლედიანი სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორებს შეხვდა
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვების ფარგლებში სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან იზაბელა ოსიპოვასთან და საბჭოს კოორდინატორთან კობა ჩოფლიანთან შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მისაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის აქტუალური თემები და საკითხები.
 
სახელმწიფო მინისტრმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა მათ როლს პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების პროცესში.
შეხვედრის დასასრულს გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.