ლია გიგაურმა პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლისგანვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

27 მარტი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლისგანვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
 
ლია გიგაურმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე პოლიტიკის - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, აღნიშნა, რომ ორივე მიმართულებით უწყების პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდები არიან, შესაბამისად, მათი როლისა და ჩართულობის გაძლიერება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მხარდაჭერილი და გამყარებულია სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში.
 
ლია გიგაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ეკონომიკურ გაძლიერებაზე. მისი განცხადებით, ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების თითოეული წევრის სამეწარმეო უნარების განვითარება - სოციალურ თანასწორობას, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობისთვის ხელშემწყობი გარემოს გაძლიერებას ემსახურება, რაც სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს და თანხვედრაშია ევროპულ ღირებულებებთან.
 
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პროექტის ავტორებს, მხარდამჭერებსა და დონორებს ეთნიკური უჯმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების პროექტში ჩართვისა და ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), საგრანტო კონკურსის ფარგლებში 25 მონაწილიდან 15 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ვოსკეჰატ მკრტიჩიანი.