ლია გიგაურმა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სახელმწიფო ენის და განათლების თემატური საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გამართა

5 ივლისი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სახელმწიფო ენის და განათლების თემატური საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გამართა.
ლია გიგაურმა დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო და სტრატეგიის ფარგლებში დასახული ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
 
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად მიმოიხილა სტრატეგიული პრიორიტეტების - ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად - ფარგლებში მიღწეული შედეგები განათლების სხვადასხვა დონეზე და ცალკეული განზომილებების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელების დინამიკა. ასევე დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების ფარგლებში გამოვლენილი საჭიროებების შესახებ.
 
საკონსულტაციო მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში სტრატეგიის განხორციელების შესახებ ანგარიშით წარდგნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები -ნოდარ პაპუკაშვილი და თამარ მახარაშვილი. მინისტრის მოადგილეებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციისა და სწავლების ხარისხის ამაღლების, ისევე როგორც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული და დაგეგმილი კომპლექსური ღონისძიებების შესახებ, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, შესაბამისი მიმართულების კომპეტენტურმა პირებმა მონაწილე ექსპერტების, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხებს, იმსჯელეს სამოქმედო გეგმით დასახული ამოცანების ეფექტიანად შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებებისა და წარდგენილი რეკომენდაციების თაობაზე.
 
თემატური სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და 2021-2030 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობას. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობდნენ განათლებისა და სახელმწიფო ენის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები.
 
შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.