როგორც აქამდე ვიცავდით, ეთნიკურ ქართველებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ქართული ენის შევიწროება არის გალის რაიონის, ისევე როგორც მთელი აფხაზეთის ტერიტორიის, რუსიფიკაციის მცდელობა, რაც არ დარჩება საერთაშორისო თანამეგორბობის ყურადღების მიღმა", - აცხადებს ზაქარეიშვილი. მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯები ხელს არ უწყობს გალის რაიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას და არის მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის უსუსური მცდელობა, გაუმკლავდნენ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას."განათლების სფეროში ნებისმიერი რეფორმა რამდენიმე წელიწადს საჭიროებს და დარწმუნებულნი ვართ, ამ წლების განმავლობაში აფხაზური საზოგადოება გადახედავს მიდგომებს და მიხვდება, რომ გალის რაიონში მშვიდობა და სტაბილურობა მისი უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, ჩვენი პოლიტიკის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობა იქნება სანდო და გახდება ხიდი აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის მშვიდობის დასამყარებლად. სწორედ ამ გარდატეხის პერსპექტივას პასუხობს საოკუპაციო რეჟიმი ისეთი აგრესიული ნაბიჯებით, როგორიც ქართული ენის შევიწროებაა.რაც შეეხება გალის რაიონში მოქმედ ქართულ სკოლებს, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამ სკოლებში გრძელდება ქართულ ენაზე სწავლება. ამასთან, გალის რაიონის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მატულობს და შესაბამისად, იზრდება ამ სკოლების გამოშვებების რაოდენობაც. გალელი მოსწავლეების უმრავლესობა სწავლას აგრძელებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს იმის ნიშანია, რომ ხორციელდება ჩვენი მთავარი ამოცანა - შევინარჩუნოთ გალის რაიონში ქართული მოსახლეობა", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.პაატა ზაქარეიშვილის კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.