მეწარმეობის პრაქტიკული კურსი

27 ოქტომბერი 2023
 
კონკურსი გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის.
_____________________________
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის.
 
სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებასა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას და მოიცავს როგორც ინტერაქციულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
 
სასწავლო ტრენინგი განკუთვნილია 18 წლის ასაკს მიღწეული პირებისთვის, ვისაც სურს ბიზნესის დაწყება/გაფართოება, გააჩნია ბიზნეს-იდეა ან/და აქვს მეწარმეობის სფეროში უნარ-ჩვევების განვითარების მოტივაცია.
 
სასწავლო ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ:
• გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, დუშეთის, მესტიის, ონის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს;
 
• ქვემო ქართლში, სამცხე ჯავახეთში და კახეთში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს
__________________________________
 
ტრენინგ-კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
• ბიზნესის არსი და მისი დაგეგმვა
• ბიზნეს იდეის შემუშავება
• ბიზნესის და პროდუქტის განვითარების ფაზები
• ბიზნესის სახელის შერჩევა
• ბაზრის ანალიზი
• ბიზნეს-მოდელის შემუშავება
• მოგების მარჟა და ნულოვანი წერტილის გამოთვლა
• სტარტაპ ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები
 
ტრენინგ კურსის ხანგრძლივობა: 22 საათი
პერიოდი: 20 ნოემბერი – 8 დეკემბერი
სამუშაო ენა: ქართული
ტრენინგ-კურსი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში და მასში ჯამში 14 მსმენელი მიიღებს მონაწილეობას.
კურსში მონაწილეობა არის უფასო.
 
კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
 
პირველი ეტაპი:
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ მოკლე ბიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი (ტრენინგ-კურსში მონაწილეობის მიზანი და არსებობის შემთხვევაში, ბიზნეს-იდეის მოკლე მონახაზი)
 
მეორე ეტაპი:
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას (ონლაინ რეჟიმში)
 
რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press@smr.gov.ge
(გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ კურსის დასახელება - „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“).
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში საკონტაქტო პირია - ლალი დევიძე (577 527799; l.devidze@smr.gov.ge);
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 26 ნოემბერი