შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სოფელ კირბალში ჩავიდა. მინისტრმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.
თამაზ გინტურის პანაშვიდზე თეა ახვლედიანთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.