თეა ახვლედიანი: გამოვთქვამთ მზაობას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე

13 დეკემბერი 2023

გამოვთქვამთ მზაობას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე; შევთავაზოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს ახალი შესაძლებლობები და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ერთიან, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში.


პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე გამოწვევების, პროვოკაციული ქმედებებისა თუ უფრო ფართო რეგიონში შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა განუხრელად, თანმიმდევრულად და ინტენსიურად განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და ამ მხრივ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - საკუთარი სამშვიდობო ვალდებულებების ერთგული რჩება. იმავდროულად, უწყვეტად მუშაობს, რათა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა უახლოეს მომავალში რეალობად აქციოს. სწორედ მშვიდობის განმტკიცების, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების პრინციპები, ეროვნული და ერთიანი ევროპული ღირებულებები ქმნის მყარ ფუნდამენტს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად. გამოვთქვამთ მზაობას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე; შევთავაზოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს ახალი შესაძლებლობები და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ერთიან, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა ჩვენგანის ისტორიული არჩევანია