თეა ახვლედიანი: სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისების კუთხით წელს ჩვენ გავაფართოვეთ 2021 წელს ინიცირებული „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის

13 დეკემბერი 2023

თეა ახვლედიანი: სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისების კუთხით წელს ჩვენ გავაფართოვეთ 2021 წელს ინიცირებული „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის

მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისების კუთხითაც. წელს ჩვენ გავაფართოვეთ 2021 წელს ინიცირებული „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა 3 ახალი თემატური ნომინაცია.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ორ ნომინაციაში ოკუპირებული რეგიონიდან ეთნიკურად აფხაზმა მონაწილეებმა მიაღწიეს წარმატებას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მშვიდობის მშენებლობის პროცესში.

კონკურსში გამარჯვებით დამსახურებულ ჯილდოსთან ერთად, ახალგაზრდებს, ევროსაბჭოს მხარდაჭერით, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში, რომელიც მშვიდობის თემას ეძღვნებოდა, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამამ უზრუნველყო „საუკეთესო სამშვიდობო იდეის“ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის დაფინანსება. მშვიდობის მშენებლობის პროცესში, მეტი ახალგაზრდის ჩართვისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, წელს ჩვენ უფრო ინტენსიური გავხადეთ შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და რეგიონებში თემით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან.