თეა ახვლედიანი: გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო/ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა ფინანსური მექანიზმის - “მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით მიმდინარეობს

13 დეკემბერი 2023
გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო/ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა ფინანსური მექანიზმის - “მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით მიმდინარეობს.
 
ნდობის აღდგენისა და დიალოგის, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვისა და მათ შორის ინტერაქციის წახალისების მიზნისკენ არის მიმართული სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრიორიტეტული განზომილებებიც:
გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო/ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამოქმედებული უნიკალური ფინანსური მექანიზმის - “მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით მიმდინარეობს. ფონდის საქმიანობა, მოგეხსენებათ, 2020 წლის ბოლოს შემოსული 27 ბიზნეს განაცხადით დაიწყო და დღემდე გამოცხადებული 4 საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 350 განაცხადზე გავრცელდა; მათ შორის, წელს შემოსული კვალიფიციური განაცხადების რაოდენობა 129-ს შეადგენს. ხოლო, ჯამურად, დაფინანსებული და მიმდინარე პროექტების რიცხვი 100-ს აღწევს. ჩვენი ინიცირებით, წელს ცვლილებები განხორციელდა გრანტების შესახებ კანონში და ამგვარად, ფონდს, ფიზიკური პირების დაფინანსების გარდა, საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტებზე გრანტის გაცემის უფლება მიენიჭა. აღნიშნული განვითარება, ასევე, შესაძლებელს გახდის, ეტაპობრივად, მცირე და საშუალო ზომის ერთობლივი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნეს პროექტების დაფინანსებას. მისასალმებელია, რომ, ფონდის წარმატებული საქმიანობის კვალდაკვალ, შვეიცარიამ და გაერთიანებულმა სამეფომ მნიშვნელოვნად გაზარდეს საგრანტო კუთხით გამოყოფილი დახმარება.