შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა აფხაზეთის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მდგომარეობასა და ადგილზე არსებულ საჭიროებებზე. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო ინიციატივები.
თავის მხრივ, თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, მიღწეული შედეგებზე, სამომავლო ხედვებსა და ამოცანებზე, რაც ერთი მხრივ, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ - ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.