ზვიად ზვიადაძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, მისი საფლავი გვირგვინით შეამკო და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა

22 თებერვალი 2024
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
 
ზვიად ზვიადაძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, მისი საფლავი გვირგვინით შეამკო და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
 
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ზვიადაძესთან ერთად, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და ახალგორის გამგებელი გელა შერმადინი იმყოფებოდნენ.
 
დღეს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან, 6 წელი გავიდა.