სასწავლო ტრენინგი „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ - საკონკურსო პირობები

4 ივლისი 2024

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით ნაკისრი გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების ვალდებულების შესრულების ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დანიის მთავრობის დაფინანსებით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგზე „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“  მიღებას, რომელიც განკუთვნილია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ქალებისთვის.

სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებასა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას და მოიცავს როგორც ინტერაქციულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

სასწავლო ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • 18 წლის ასაკს მიღწეული ქალებს.
  • მცხეთის, დუშეთის, ქარელის, გორის, კასპის, ხაშურის, საჩხერის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიისა და ონის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს.
  • ვისაც სურს ბიზნესის დაწყება/გაფართოება, გააჩნია ბიზნეს იდეა ან/და აქვს მეწარმეობის სფეროში უნარ-ჩვევების განვითარების მოტივაცია.

ტრენინგ-კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ბიზნესის არსი და მისი დაგეგმვა
  • ბიზნეს იდეის შემუშავება
  • ბიზნესის და პროდუქტის განვითარების ფაზები
  • ბიზნესის სახელის შერჩევა
  • ბაზრის ანალიზი
  • ბიზნეს-მოდელის შემუშავება
  • მოგების მარჟა და ნულოვანი წერტილის გამოთვლა
  • სტარტაპ ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები

ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა: 55 საათი

პერიოდი: სექტემბერი - ოქტომბერი, 2024

ლოკაცია: ქ. გორი და ქ. ზუგდიდი; ტრენინგების დახურვის ცერემონია - ქ. თბილისი

სამუშაო ენა: ქართული

ფორმატი: ტრენინგ-კურსი ჩატარდება პირისპირ, ფიზიკური დასწრების რეჟიმში და მასში ჯამში 32 მსმენელი მიიღებს მონაწილეობას.

 

ტრენინგში მონაწილეობისთვის უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა ტრანსპორტირება.

კურსში მონაწილეობა არის უფასო.

ტრენინგის ფარგლებში შემუშავებული წარმატებული ბიზნეს იდეის ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის შემდგომ ეტაპზე მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში.

კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

 

პირველი ეტაპი:

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ მოკლე ბიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი (ტრენინგ-კურსში მონაწილეობის მიზანი და არსებობის შემთხვევაში, ბიზნეს-იდეის მოკლე მონახაზი).

 

მეორე ეტაპი:

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას (ონლაინ რეჟიმში).

რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.devidze@smr.gov.ge.

(გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ კურსის დასახელება - „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ და კურსის სასურველი ლოკაცია - ქ. გორი ან ქ. ზუგდიდი).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში საკონტაქტო პირია - ლალი დევიძე (577 527799)

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ივლისი