უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემის პროგრამის ფარგლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების თანადგომის პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგები

30 ივლისი 2024

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის 3 ივლისს, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების თანადგომის პროგრამის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.  

უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების თანადგომის კომპონენტი, სამ ძირითად განზომილებას მოიცავს:

1. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის უკვდავყოფის ხელშეწყობის მიზნით, სიმბოლური/ მემორიალური ღონისძიებების და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეების (30 აგვისტო, 8 დეკემბერი) სათანადოდ აღნიშვნის უზრუნველყოფა, ასევე მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ინიციატივების მხარდაჭერა.

2. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრთათვის ფსიქოლოგიური თანადგომის საჭიროებისამებრ უზრუნველყოფა.

3. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენის და მათი ოჯახების მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

კონკურსი მიზნად ისახავდა, რეგიონულ დონეზე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის გაცემას, რის საფუძველზეც, მათ მიერ მიღებული ფინანსური რესურსი გამოყენებული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში  უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების თანადგომის უზრუნველსაყოფად, ზემოთ აღნიშნული სამი ძირითადი განზომილების შესაბამისად.

საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი კომისიის მიერ, საგრანტო განაცხადების განხილვისა და შეფასების შედაგად გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:

 

  • განმცხადებელი : ,,საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია - ნდობა’’ რეგიონული დაფარვა: ქ. თბილისი, კახეთი და ქვემო ქართლი.

 

  • განმცხადებელი: ,,კავშირი წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - ქუთაისი’’ რეგიონული დაფარვა: იმერეთი (გარდა საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისა) და რაჭა-ლეჩხუმი.

 

გამარჯვებული ორგანიზაციები მათ პროექტებს, საგრანტო კონკურსით გაწერილი ვადების შესაბამისად განახორციელებენ.