სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, იესპერ მოლერთან.
მხარეებმა განიხილეს გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის მიმდინარეობა და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გათვალისწინებით, დასახეს შემდგომი ერთობლივი საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები.