თეა ახვლედიანს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს

26 ნოემბერი 2024
„დღეს სახელმწიფო მინისტრის კანდიდატის რანგში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჩვენ წარმოვადგინეთ ხედვა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებებით, რომელიც, ერთი მხრივ, ემყარება მშვიდობისა და სტაბილურობის, მეორე მხრივ კი, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პრინციპებს.
 
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მოქმედი სამშვიდობო ინიციატივების, ასევე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტების აღსრულების კუთხით, რაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება როგორც დღემდე მიღწეული შედეგების შეფასებას, ასევე ჩვენს წინაშე ჯერ კიდევ არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს, რათა მივაღწიოთ უფრო გრძელვადიან, მდგრად, უფრო მასშტაბურ შედეგებს, როგორც ერთი, ისევე მეორე მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი პოლიტიკის ფარგლებში,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა.