თეა ახვლედიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა და განვითარება ჩვენი საზოგადოების აფხაზი და ოსი წევრებისთვისაც თანაბარმნიშვნელოვანია, რაც ჩვენს საერთო ინტერესებს და არსებული გამოწვევების დაძლევის უალტერნატივო გზას წარმოადგენს.
„მსურს გამოიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და სამშვიდობო დღის წესრიგის ერთგული რჩება. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა და განვითარება ჩვენი საზოგადოების აფხაზი და ოსი წევრებისთვისაც თანაბარმნიშვნელოვანია, რაც ჩვენს საერთო ინტერესებს და არსებული გამოწვევების დაძლევის უალტერნატივო გზას წარმოადგენს. შესაბამისად, საჭიროა საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება, ნდობის აღდგენის, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს სწრაფვას მდგრადი მშვიდობისა და დინამიკური განვითარებისკენ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა.