ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" მიწვევით, 2015 წლის 1-5 ივნისს ლონდონში ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და სამშვიდობო პროცესისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. სემინარი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე დისკუსიების მოედნის "ლაიმჰაუსი" ფარგლებში მეორე შეხვედრა იყო."აღნიშნული მოედანი არის მრავალწლიანი დიალოგის გაგრძელებაა, რომელიც "შერიგების რესურსების" ფასილიტაციით მიმდინარეობდა. მონაწილეები სემინარზე მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენდნენ. შეხვედრა "ჩეტემ ჰაუსის" წესებით წარიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ მოსაზრებების გაცვლა და სამშვიდობო პროცესში შესაძლებლობებისა და დაბრკოლებების გაანალიზება. სადისკუსიო თემებს შორის იყო ეკონომიკური გამოწვევები, რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა სფეროს რეფორმირების პროცესები და გალის რაიონში სიტუაციის განვითარება.
4 ივნისს დისკუსიების მონაწილეები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბნენ მრგვალ მაგიდასთან: "უსაფრთხოების პრობლემები სამხრეთ კავკასიაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პრიზმიდან". მრგვალი მაგიდა ასევე "შერიგების რესურსების" ორგანიზებით გაიმართა.
სემინარი ორგანიზებული იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" მიერ, რომელსაც კავკასიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. შეხვედრის ფასილიტატორები იყვნენ მირა ზოვაკარი, რეიჩელ კლოგი და ჯონათან კოენი.